აშშ-რუანდა

აშშ რუანდას M23-ის მეამბოხეების ახალი თავდასხმის მხარდაჭერაში ადანაშაულებს

აშშ-მ რუანდა აშშ-ს შუამავლობით მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ რუანდა M23-ის მეამბოხეების ახალ, ძალადობრივ შეტევას უჭერს მხარს.

გაეროში აშშ-ს ელჩმა მაიკ უოლცმა თქვა, რომ ვაშინგტონი ძალადობის განახლებით "ღრმად შეშფოთებული და იმედგაცრუებულია“ და აღნიშნა, რომ მშვიდობის დამრღვევების წინააღმდეგ ზომები იქნება მიღებული.

მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას ვაშინგტონში კონგოსა და რუანდის პრეზიდენტებმა სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერეს ხელი, დოკუმენტის ხელმოწერაში M23-ის წარმომადგენლები არ მონაწილეობდნენ. შეთანხმება რუანდას ავალდებულებს, შეწყვიტოს შეიარაღებული ჯგუფების მხარდაჭერა, თუმცა კონგო, აშშ და გაეროს ექსპერტები კვლავ აცხადებენ, რომ რუანდა M23-ს ლოგისტიკურ და სამხედრო დახმარებას უწევს და მისი ძალები მეამბოხეების გვერდით იბრძვიან.

ოფიციალური მონაცემებით, სამხრეთ კივუს პროვინციაში M23-ის შეტევის შემდეგ 400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო დაახლოებით 200,000 ადამიანი იძულებით გადაადგილდა. კონგოს ხელისუფლების ინფორმაციით, მეამბოხეებმა სტრატეგიული საპორტო ქალაქი უვირა დაიკავეს, რომელიც ბურუნდის საზღვართან მდებარეობს.

კომენტარები