ტრამპის თქმით, ევროპელ ლიდერებს მომდევნო დღეებში სურთ მასთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის გამართვა. მან აღნიშნა, რომ საფრანგეთის, გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს ლიდერებს 10 დეკემბერს ესაუბრა.
"ჩვენ განვიხილეთ უკრაინა და შევხედავთ, რა მოხდება. პასუხებს ველოდებით" – ამბობს ტრამპი ჟურნალისტებთან საუბრისას.
აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, მას ჯერ არ გადაუწყვეტია, დათანხმდება თუ არა შეხვედრას.
"მათ სურთ, რომ შეხვედრაზე ევროპაში ჩავიდეთ და ჩვენ გადაწყვეტილებას მივიღებთ იმაზე დაყრდნობით, თუ რით დაგვიბრუნდებიან ისინი. დროის ფლანგვა არ გვინდა" – ამბობს ტრამპი.
მანამდე, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Politico-სთან ვრცელ ინტერვიუში რუსეთ-უკრაინის ომზე ისაუბრა. ტრამპის თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა უნდა კარგად წაიკითხოს სამშვიდობო შეთანხმების ბოლო ვერსია და მას დათანხმდეს, რადგან არსებულ ვითარებაში, უკრაინა ომს ვერ იგებს.
ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკის თქვა, რომ უკრაინა და მისი ევროპელი პარტნიორები მალე მზად იქნებიან, აშშ-ს სამშვიდობო შეთანხმების განახლებული დოკუმენტი გადასცენ.





