თბილისში, ნაძალადევის რაიონში ავარიას ქვეითი, 35 წლამდე ქალი ემსხვერპლა - ინფორმაციას IPN ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ავტომობილი ასევე, დაეჯახა მის დედასაც, რომელიც მომხდარი ავარიის შემდეგ შვილის დასახმარებლად გზაზე გადავიდა. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც ტაბულას შსს-ში ეუბნებიან, მომხდარზე 1 პირი დააკავეს, გამოძიება დაწყებულია სსკ-ს 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.





