ჩვენი მხრიდან ეს არ არის ლანძღვა. არასდროს არ გავილანძღავს. [აკაცუკი] კრიტიკაა, როდესაც 50 ადამიანს შორის დადგები, რაც მან [ფინეთის საგარეო მინისტრმა] გააკეთა, იმსახურებდა შესაბამის კრიტიკას. ვიღაცამ შეიძლება კრიტიკა მიიღოს შეურაცხყოფად, მაგრამ ეს დამსახურებული კრიტიკაა. ეს იყო კრიტიკა, რომელსაც იმსახურებდა იმ სრულიად სამარცხვინო ქმედების გამო.
tbl.ge/7e5h
დაკოპირდა

ამბობს ივანიშვილის პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ფინეთის საგარეო მინისტრისა და ეუთოს თავმჯდომარე ელინა ვალტონენზე.
ელინა ვალტონენი ოქტომბერში საქართველოში ოფიციალური ვიზიტისას რუსთაველის გამზირზე, აქციაზე მივიდა. ვალტონენი რეჟიმმა "გზის უკანონოდ გადაკეტვისთვისაც" დააჯარიმა.
ამავე თემაზე
- ჯო უილსონის დონემდე დავიდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, ტრაგიკული მოვლენაა – კობახიძე
- დღეს მიღებული რეზოლუცია სკანდალია თავად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეისთვის – პაპუაშვილი
- რა წერია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ჰააგის დეკლარაციაში საქართველოს შესახებ
- სტრასბურგმა ე.წ. FARA-ზე და გრანტების კანონზე საჩივრების არსებითი განხილვა დაიწყო
- იოსელიანი: 2025 წელს აქციებზე დაკავებული 573 პირიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა 302




