რეკლამა

ავტომობილის შეძენა უფრო მარტივია კრედო ბანკის ავტო სესხის დახმარებით (რ)

დღევანდელ სამყაროში ცხოვრების რიტმი იმდენად სწრაფია, რომ საკუთარი ავტომობილი დიდი ხანია ფუფუნების საგნიდან აუცილებლობად იქცა. ადრე თუ ავტომობილი სტატუსის სიმბოლო იყო, დღეს ხალხის უმეტესობისთვის ის ყოველდღიურად ეფექტური გადაადგილების საშუალებაა. ავტომობილი გვაძლევს საშუალებას დავზოგოთ დრო – რესურსი, რომელიც ყველაზე ღირებულია.

მიუხედავად ამისა, ბევრი ჩვენგანისთვის ავტომობილის შეძენის პროცესი კვლავ რთული და დამღლელი ბიუროკრატიული ლაბირინთია. თუ თანხა სრულიად არ გაქვს ხელზე, მაშინ ტრადიციული საბანკო პროცედურების გავლა გვიწევს, რაც ხშირად მოითხოვს უამრავი დოკუმენტის შეგროვებას, ხანგრძლივ ლოდინს და შემოსავლების დადასტურების მკაცრ, მოუქნელ კრიტერიუმებს. ასეთ პირობებში სასურველი ავტომობილის პოვნის შემდეგ, მისი შეძენის პროცესი შეიძლება იმდენად გაიწელოს, რომ საბოლოოდ ხელიდან გაუშვა კარგი შეთავაზება.

სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ  კრედო ბანკმა შექმნა ავტო სესხი. ეს თანამედროვე ფინანსური პროდუქტია, რომელიც, როგორც მანქანის შეძენის პროცესს, ასევე კუთვნილი ავტომობილის საფუძველზე საჭირო თანხის მიღებას შენთვის მაქსიმალურად ამარტივებს. შენ კი შეგიძლია მთელი ენერგია მიმართო მთავარი მიზნისკენ.

პროდუქტის მთავარი უპირატესობა მისი სისწრაფეა - კრედო ბანკი მოითხოვს მხოლოდ საბაზისო დოკუმენტაციას,  პროცესიც ონლაინ შეგიძლია განახორციელო და სესხის დამტკიცების შესახებ პასუხს უმოკლეს დროში გაწვდის. შენ კი შეგიძლია, სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება.

კრედო ბანკი, ავტო სესხის მოთხოვნის რამდენიმე არხს გთავაზობს. არაა საჭირო სერვისცენტრში მისვლა და რიგში დგომა. განაცხადის დაფიქსირება შესაძლებელია სრულიად დისტანციურად: Mycredo-ს მობილური აპლიკაციით, ონლაინ ჩატის დახმარებით ან სატელეფონო ცენტრის საშუალებით - *4242 ნომერზე დაკავშირებით ან  უფრო მარტივად, პირდაპირ კრედო ბანკის ვებგვერდზე

კრედო ბანკის ავტო სესხი ხელმისაწვდომია მომხმარებლების ფართო სეგმენტისთვის. ბანკი არ მოითხოვს სტანდარტული ხელფასი გერიცხებოდეს. პირიქით, შეგიძლია სესხი ყველანაირი ოფიციალური შემოსავლის გარეშე აიღო, უზრუნველსაყოფად კი თავად ავტომობილი გამოიყენო.

თუ გსურს, სწრაფად და მარტივად დაჯდე საკუთარი ავტომობილის საჭესთან, კრედო ბანკი მზადაა, შემოგთავაზოს თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული ფინანსური გადაწყვეტილება. 

კომენტარები