ბენინის მთავრობის განცხადებით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა აღკვეთეს.
"ბენინის შეიარაღებული ძალები და მათი ხელმძღვანელობა, თავიანთი ფიცის და რესპუბლიკის ერთგულნი რჩებიან". - თქვა ბენინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალასან სეიდუმ.
კვირას, დღის საათებში, სამხედროების ჯგუფი ხელახლა დაარსების სამხედრო კომიტეტი სახელმწიფო არხის ეთერში შევიდა და განაცხადა, რომ პრეზიდენტი პატრის ტალონი თანამდებობიდან გადააყენეს. თვითმხილველებმა BBC-ს უთხრეს, რომ მათ გაიგეს სროლის ხმა და სახელმწიფო არხის რამდენიმე ჟურნალისტი მძევლად იყო აყვანილი.
როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა BBC-ს უთხრა, ამჟამად ქვეყნის პრეზიდენტი უსაფრთხო ადგილას იმყოფება.
ბენინის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, "ჯარისკაცების მცირე ჯგუფმა სახელმწიფოსა და მისი ინსტიტუტების დესტაბილიზაციის მიზნით ამბოხი წამოიწყო" და ლოიალურმა ჯარისკაცებმა შეძლეს "სიტუაციაზე კონტროლის შენარჩუნება და მცდელობის ჩაშლა".
გამოცემა Reuters-ის ცნობით, გადატრიალების მცდელობასთან კავშირის ფარგლებში, სულ მცირე, 14 ადამიანია დაკავებული.





