რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის შეხვედრა დასრულდა.
შეხვედრა დაახლოებით 5 საათს გაგრძელდა და მოლაპარაკებები რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებას შეეხო.
მოლაპარაკებებში ჩართულმა რუსეთის პრეზიდენტის უცხო ქვეყნებთან საინვესტიციო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში სპეციალურმა წარმომადგენელმა, კირილ დმიტრიევმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ შეხვედრა პროდუქტიული იყო.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა დონალდ ტრამპის სიძე, ბიზნესმენი ჯარედ კუშნერი.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



