ივანიშვილის განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის თქმით, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, მე-11 კლასის მოსწავლეებს მხოლოდ იმ საგნების სწავლა შეეძლებათ, რაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უნდა ჩააბარონ.
"მნიშვნელოვანია, რომ მე-11 კლასი პროფილური გავხადოთ. ამიტომ, მე-11 კლასში ე.წ. რეპეტიტორიუმი შემოგვაქვს - რითიც, ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ მხოლოდ ის საგნები ისწავლონ, რაც ეროვნულ გამოცდებზე უნდა ჩააბარონ. ეს ინტენსიური, 1-წლიანი სასწავლო პროგრამა იქნება, რომელიც მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, რომ მაქსიმალურად ჩაერთონ". - თქვა მიქანაძემ ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის პრეზენტაციაზე.





