რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკიმ რეკონსტრუქციის და ინვესტიციების საკითხებში მრჩევლად ოქსანა მარკაროვა დანიშნა

Nicholas Kamm/AFP/Getty Images

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რეკონსტრუქციისა და ინვესტიციების საკითხებში თავის მრჩევლად აშშ-ში უკრაინის ყოფილი ელჩი, ოქსანა მარკაროვა დანიშნა.

ზელენსკის თქმით, მარკაროვა მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად 30 ნოემბერს შეუდგა.

"მოხარული ვარ, რომ ოქსანა ჩვენი მთავრობის გუნდში რჩება. მისი მოვალეობები მოიცავს კონსულტაციებს უკრაინის გამაძლიერებელ საკითხებზე, კერძოდ, ბიზნესკლიმატის გაუმჯობესებაზე, ჩვენი სახელმწიფოს ფინანსური სტაბილურობის განმტკიცებაზე, ინვესტიციების მოზიდვასა და რეკონსტრუქციის დაგეგმვაზე ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად". - თქვა ზელენსკიმ.

კომენტარები