კობახიძის განათლების რეფორმა

კობახიძე: არასაკმარისად განათლებული საზოგადოება ადვილად ემორჩილება მანიპულაციას

დღეს ვამტკიცებთ უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციას. ამ რეფორმის მიზანია, ქართველმა სტუდენტმა საქართველოში მიიღოს უმაღლესის ხარისხის საუნივერსიტეტო განათლება. ყველას ძალიან კარგად გვესმის რამდენად დიდია განათლების და განათლებული საზოგადოების მნიშვნელობა. ყველაზე საშიშია ქვეყნისთვის ისეთი საზოგადოება, რომელიც არის არასაკმარისად ან უხარისხოდ განათლებული. აქედან გამომდინარე, განათლების რეფორმას ჩვენ უნდა მოვანიჭოთ განსაკუთრებული მნიშვნელობა.

არასაკმარისად განათლებული საზოგადოება ადვილად ემორჩილება მანიპულაციას, გარე ჩარევებს, ასეთ საზოგადოებაში იოლია სიძულვილის დათესვა, იოლია ისეთი იდეოლოგების გავრცელება, როგორიც იყო თავის დროზე ბოლშევიზმი, ფაშიზმი და როგორიცაა ახლა ლიბერალური ფაშიზმი. ამდენად, ყველა თვალსაზრისით ენიჭება ამ რეფორმას განსაკუთრებული მნიშვნელობა. მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცების კუთხითაც.

ის რომ განათლებასთან პირდაპირ არის დაკავშირებული ეროვნული უსაფრთხოება კარგად ესმოდათ იმ ძალებს, რომლებმაც სწორედ მიზანმიმართულად დაასუსტეს განათლების სისტემა 9 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში. განათლებულ საზოგადოებას ყველაზე უკეთ შეუძლია დაიცვას ქვეყნის ეროვნული ინტერესები, დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება, ეს იცოდნენ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებმა და აქედან გამომდიანრე 2004-12 წლებში მათ განსაკუთრებული ყირდაღება დაუთმეს განათლების სისტემის მორღვევას.

- ამბობს ივანიშვილის წარმომადგენელი, ირაკლი კობახიძე ქართული ოცნების "განათლების რეფორმაზე".

კომენტარები