უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 1 დეკემბერს საფრანგეთს ეწვევა.
ელისეს სასახლის განცხადებით, ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდება, რომელთანაც "სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის პირობებს" განიხილავს.
მანამდე, 25 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟენევაში აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებს შორის გამართული სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ თქვა, რომ აშშ-ს "28-პუნქტიან გეგმაში" აღარ არსებობს იმდენი პუნქტი, რამდენიც თავდაპირველად იყო და დაამატა, რომ ამის სანაცვლოდ სამუშაო ჩარჩოს ფარგლებში მრავალი "სწორი ელემენტის" გათვალისწინება მოხდა.





