სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, თბილისში, 24-ე საჯარო სკოლის კვების ობიექტში ჰიგიენური ნორმების დარღვევა გამოვლინდა, რის გამოც, მათივე განცხადებით, ობიექტი დაჯარიმდა და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
"ჩვენთან შემოსული შეტყობინების საფუძველზე, თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმურად შეამოწმეს თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ბაქოს ქ. N-1 -ში მდებარე 24-ე საჯარო სკოლის კვების ობიექტი -შპს სისა ( ს/კ 432551865). შემოწმებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობა (ჰიგიენური ნორმების დარღვევა). ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე საწარმოო პროცესი შეუჩერდა". - წერია სეს-ის განცხადებაში.
სეს-ის ცნობით, ისინი სკოლებისა და ბაღების კვების ობიექტების შემოწმებას გააგრძელებენ.





