რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

პესკოვი: შეთანხმების საკვანძო დეტალები მივიღეთ, დისკუსიას მომდევნო კვირას გავმართავთ

დიმიტრი პესკოვი და ვლადიმირ პუტინი

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთს აშშ-უკრაინას შორის ჟენევაში ტრამპის 28-პუნქტიან გეგმაზე მოლაპარაკების შედეგად შემუშავებული შესწორებები გადაეცა

"საკვანძო დეტალები გადმოგვეცა, დისკუსია მოსკოვში მომდევნო კვირას გაიმართება" – ამბობს პესკოვი.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟენევაში აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებს შორის გამართული სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ თქვა, რომ აშშ-ს "28-პუნქტიან გეგმაში" აღარ არსებობს იმდენი პუნქტი, რამდენიც თავდაპირველად იყო და დაამატა, რომ ამის სანაცვლოდ სამუშაო ჩარჩოს ფარგლებში მრავალი "სწორი ელემენტის" გათვალისწინება მოხდა. 

კომენტარები