ვაშინგტონში დაჭრილი აშშ-ს ეროვნული გვარდიის ორივე წევრი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.
თავდაპირველად მათი მდგომარეობის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდებოდა. ვაშინგტონის გუბერნატორი, პატრიკ მორისი სოციალურ ქსელში წერდა, რომ ისინი საავადმყოფოში გარდაიცვალნენ.
ცნობისთვის, გუშინ წინ ღამე ვაშინგტონში, თეთრი სახლიდან 5 წუთის მოშორებით, აშშ-ს ეროვნული გვარდიის ორ წევრს ესროლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი დედაქალაქში განლაგებულ ეროვნული გვარდიის წევრებს გამიზნულად დაესხა თავს.
შემთხვევის შემდეგ, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ეროვნული გვარდიის ორი წევრი კრიტიკულ მდგომარეობაში განსხვავებულ საავადმყოფოებში იმყოფებოდნენ. მისივე თქმით, მძიმედ იყო დაჭრილი თავდამსხმელიც.





