კობახიძის განათლების რეფორმა

კობახიძე: სამედიცინო უნივერსიტეტები ჭარბად იღებენ უცხოელ სტუდენტებს - უნდა შეიცვალოს

არის კიდევ ერთი გამოწვევა, რაც უკავშირდება სამედიცინო მიმართულებას, დღეს სახელმწიფო უნივერსიტეტები, პირველ რიგში, ეს არის სამედიცინო უნივერსიტეტის გამოწვევა, იღებენ ჭარბად უცხოელ სტუდენტებს, აქ ვფიქრობთ, რომ უნდა დაინერგოს კონკრეტული პრინციპი - ბიზნესი უნდა აკეთოს კერძო სექტორმა და სახელმწიფო სექტორმა უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო ამოცანების შესრულება. ამიტომ მიგვაჩნია, რომ სამედიცინო უნივერსიტეტი უნდა იყოს დაკავებული ქართველი სტუდენტების მომზადებით და მომავალი ექიმების მომზადებით, ჩვენი სამედიცინო სისტემისთვის.

დღეს, დაახლოებით 50-50-ზეა უხეშად გადანაწილებული ქართველი და უცხოელი სტუდენტების რაოდენობა სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტებში, შესაბამისად ხდება, რომ არის შექმნილი სახელმწიფოს მიერ ინფრასტრუქტურა, რომელიც არის განკუთვნილი ექიმების მოსამზადებლად ჩვენი სისტემისთვის და ამ ინფრასტრუქტურის ნახევარი ეთმობა უცხოელ სტუდენტებს, შესაბამისად, ეს ინფრასტრუქტურა აკლდება პოტენციურ, მომავალ ქართველ ექიმებს.

ეს მდგომარეობა, ვფიქრობ რომ უნდა შეიცვალოს და აქედან გამომდიანრე, უნდა დაინერგოს სწორედ ეს პრინციპი, უცხოელი სტუდენტები მიიღონ კერძო უნივერსიტეტებმა. რა თქმა უნდა, ეს იქნება დანაკლისი უნივერსიტეტისთვის, დაახლოებით 80 მილიონი იქნება დანაკლისი, საიდანაც 5 მილიონს დაიკონპენსირებს, ქვეყანაში დარჩენა ეს ფული, უბრალოდ გადანაწილდება კერძო უნივერსიტეტებზე. რაც ექნება დანაკლისი სამედიცინო უნივერსიტეტს, ჩვენ უნდა დავაკონპენსიროთ, მთავარია, რომ მაქსიმუმამდე გაიზარდოს სამედიცინო უნივერსიტეტში განათლების დონე და მაქსიმალურად მოემსახუროს ეს უნივერსიტეტი სწორედ ქართველ სტუდენტებს.

რა თქმა უნდა, უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაციის კუთხით გაგრძელდება მომავალშიც მუშაობა, ბუნებრივია უცხოელი სტუდენტები იქნებიან სხვადასხვა სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმოდგენილი, თუმცა ეს უნდა იყოს საგამონაკლისო, გაცვლითი და მსგავსი ტიპის პროგრამები, რაც არავითარ შემთხვევაში არ შეიზღუდება.

განაცხადა ივანიშვილის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ პარალემტში სადაც ქართული ოცნების განათლების რეფორმასთან დაკავშირებით ინტერპელაციის წესით უსმენენ.

კომენტარები