28 ნოემბრის აქცია

პროფესორ-მასწავლებლები: ვუერთდებით 28 ნოემბრის აქციას

პროფესორ-მასწავლებლების განცხადებით, ისინი უერთდებიან 28 ნოემბერს დაგეგმილ აქციას.

"უნივერსიტეტის ეზოში შეკრებილი პროფესორ-მასწავლებლები, ის ხალხი, რომელიც უკვე 1 წელია, ვაპროტესტებთ 28 ნოემბერს თვითგამოცხადებული პრემიერის მიერ ევროინტეგრაციაზე უარის თქმას.

ვუერთდებით 28 ნოემბრის ამა წლის აქციას და მოვუწოდებთ იმ ხალხს, რომელიც ჩვენთან ერთად იდგა 1 წლის წინ, სწორედ იმ პროფესორ-მასწავლებლებს, რომლებიც უნდა ვიყოთ საზომი საზოგადოების, აუცილებლად გამოდით.

უნდა გადავლახოთ ეს შიში და ერთხმად დავანახოთ მსოფლიოს და ჩვენს საზოგადოებას, რომ ჩვენ ვერ ვიქნებით ჩაკეტილი ქვეყანა, ჩვენ ვერ ვიქნებით იზოლირებული ქვეყანა და ქვეყანას ვერ ექნება განათლების სისტემა, მეცნიერება და ხელოვნება, თუ ის იქნება ასეთ იზოლაციაში, ამიტომ გელოდებით ყველას, 28 ნოემბერს, ნუ შეუშინდებით არსებულ სიტუაციას." - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები