ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის განცხადება

ბაქსვუდის სკოლა: აღნიშნული მიკროავტობუსი არ წარმოადგენს ჩვენს საკუთრებას

ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტო/ვიდეო მასალას ეხმაურება, სადაც ჩანს, რომ პოლიციელები მარჯანიშვილის მეტროსთან ბაქსვუდის ლოგოიანი ავტობუსით მივიდნენ. 

განცხადების მიხედვით, ეს მიკროავტობუსი არ წარმოადგენს სკოლის საკუთრებას.

"სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში, სადაც ბაქსვუდის სკოლის ლოგოს მქონე მიკროავტობუსით მოძრაობენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, მნიშვნელოვანია დაზუსტდეს შემდეგი გარემოებები:

აღნიშნული მიკროავტობუსი არ წარმოადგენს ბაქსვუდის სკოლის საკუთრებას და არც მძღოლია ბაქსვუდის სკოლის თანამშრომელი, რადგან სკოლის ტრანსპორტირების სერვისის მცირე ნაწილი ორგანიზებულია სხვა სატრანსპორტო კომპანიის მეშვეობით, რომელიც თავის მხრივ ქირაობს მძღოლებსა და მიკროავტობუსებს საკუთარი ავტომანქანებით.

ლოგოს განთავსება ტრანსპორტზე განპირობებულია მხოლოდ სკოლის უსაფრთხოების სტანდარტებითა და ბასლაინზე დაშვების წესებით და არ ნიშნავს იმას, რომ მოცემული კონკრეტული მიკროავტობუსი სკოლის საკუთრებაა ან სკოლა რაიმე ფორმით ჩართული იყო აღნიშნულ პროცესში.

ბაქსვუდის სკოლა არ ყოფილა ინფორმირებული და არ მიუღია მონაწილეობა აღნიშნული ტრანსპორტირების ორგანიზებაში. ჩვენ პატივს ვცემთ და ვიზიარებთ საზოგადოებრივ ინტერესს და პასუხისმგებლობით ვუდგებით გავრცელებულ კითხვებს." - წერია ბაქსვუდის სკოლის გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები