რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

სენატორების თქმით, რუბიომ განმარტა, რომ 28-პუნქტიანი გეგმა რუსეთის 'სურვილების სიაა'

მარკო რუბიო
CNN.com

ამერიკელი სენატორების მიხედვით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ მათთან სატელეფონო საუბრისას უარყო, რომ მედიაში გავრცელებული 28-პუნქტიანი ე.წ. "სამშვიდობო გეგმა" ამერიკული მხარის შემუშავებული წინადადებაა და განმარტა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ აღნიშნული დოკუმენტი რუსული მხარისგან მიიღო და რომ ის მოსკოვის "სურვილების სიას" წარმოადგენს. 

"მდივანმა რუბიომ ამ შუადღით დაგვირეკა და ჩემი აზრით, მან მკაფიოდ გვითხრა, რომ ჩვენ ვართ მიმღებები წინადადების, რომელიც ერთ-ერთ ჩვენს წარმომადგენელს მიუტანეს. ეს არ არის ჩვენი რეკომენდაცია, ჩვენი სამშვიდობო გეგმა. ეს არის წინადადება, რომელიც მივიღეთ და როგორც შუამავალმა ჩვენ ის გავაზიარეთ და ის ჩვენ არ გაგვივრცელებია, ამის გაჟონვა მოხდა. ამის გასაჯაროება ჩვენი წარმომადგენლების მხრიდან არ მომხდარა" - განაცხადა აშშ-ს რესპუბლიკელმა სენატორმა, მაიკ რაუნდსმა Halifax-ის საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმზე.

ამასთან, დამოუკიდებელი სენატორის, ანგუს კინგის თქმით, მდივანმა მარკო რუბიომ მათ განუმარტა, რომ მედიაში გაჟონილი 28-პუნქტიანი გეგმა არ არის ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია და ფაქტობრივად მხოლოდ რუსეთის "სურვილების სიას" წარმოადგენს.

სენატორმა რაუნდსმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათ არ სმენიათ ტრამპის ადმინისტრაციაში რაიმე სახის დისკუსიის შესახებ, რომელიც უკრაინისთვის მხარდაჭერის შეზღუდვას ეხება, რაც სენატორებს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომაც დაადასტურა.

"რაც შეეხება დისკუსიას, რომ მუქარები იქნება რაღაცების შეწყვეტაზე, ინფორმაციის კუთხით და ასე შემდეგ, მდივანმა რუბიომ თქვა, რომ ამის შესახებ არაფერი ჰქონდა გაგონილი." - განუცხადა სენატორმა რაუნდსმა ჟურნალისტებს.

კომენტარები