რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ რუსეთმა უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმებისთვის აშშ-ს მიერ შემუშავებული 28-პუნქტიანი გეგმა მიიღო, თუმცა დაამატა, რომ რუსეთში დოკუმენტის ტექსტი შინაარსიანად არ განუხილავთ.
მან განმარტა, რომ რუსეთი და აშშ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივას ალასკაში სამიტამდეც განიხილავდნენ, ხოლო სამიტის შემდეგ სამშვიდობო გეგმის განახლება მოხდა. პუტინი ასევე ამბობს, რომ აღნიშნული გეგმა შესაძლოა, სამშვიდობო შეთანხმების საფუძველი გახდეს.
პუტინის თქმით, უკრაინა და მისი ევროპელი მოკავშირეები, სავარაუდოდ, კვლავ იმის ილუზიაში არიან, რომ ბრძოლის ველზე რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენებაა შესაძლებელი.
ამასთან, პუტინი კვლავ ირწმუნება, რომ რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მზად არის, თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ იგი ჩრდილოეთის სამხედრო ოლქში მიმდინარე დინამიკით კმაყოფილია.
რუსეთის პრეზიდენტი ასევე ამბობს, რომ უკრაინა ბრძოლის ველზე არსებული ვითარების შესახებ ან ობიექტურ ინფორმაციას არ ფლობს, ან არ შეუძლია მისი ობიექტურად შეფასება.





