რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი უკრაინელ ხალხს: შესაძლოა, ძალზე რთული არჩევანის წინაშე აღმოვჩნდეთ

ახლა ჩვენს ისტორიაში ყველაზე რთული მომენტია. ახლა უკრაინაზე წნეხი ყველაზე უფრო რთულია. უკრაინა შესაძლოა, ძალზე რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდეს. ან დაკარგოს ღირსება, ან გარისკოს მთავარი პარტნიორის დაკარგვა.

ან 28 რთული პუნქტი, ან უკიდურესად რთული ზამთარი - ყველაზე რთული - და მეტი რისკებით. სიცოცხლე თავისუფლების გარეშე, ღირსების გარეშე, სამართლიანობის გარეშე და იმის ნდობით, რომელიც ჩვენ უკვე ორჯერ დაგვესხა თავს.

ისინი ჩემგან პასუხს ელოდებიან, თუმცა, სინამდვილეში მე ამაზე პასუხი უკვე გაცემული მაქვს. 2019 წლის 20 მაისს, უკრაინისადმი ფიცის დადების დროს, კერძოდ, როდესაც ვთქვი, რომ 'მე, ვოლოდიმირ ზელენსკი, ხალხის ნებით უკრაინის პრეზიდენტად არჩეული, პირობას ვდებ, რომ დავიცვა უკრაინის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა ყველა ჩემი ქმედებით, დავიცვა მოქალაქეების უფლებები და თავისუფლებები, პატივი ვცე უკრაინის კონსტიტუციასა და კანონებს, შევასრულო ჩემი მოვალეობები ყველა თანამემამულის ინტერესების გათვალისწინებით, და მსოფლიოში უკრაინის უფლებამოსილება გავზარდო.'

ჩემთვის ეს არ არის პროტოკოლური ფორმალობისთვის მოსანიშნი რამ - ეს ფიცია და ყოველ დღე მისი ყოველი სიტყვისადმი ერთგული ვარ და ამას არასდროს ვუღალატებ. უკრაინის ეროვნული ინტერესები გათვალისწინებული უნდა იყოს.

ჩვენ ხმამაღალ განცხადებებს არ ვაკეთებთ, ჩვენ მშვიდად ვიმუშავებთ ამერიკასთან და ყველა პარტნიორთან. იქნება კონსტრუქციული მცდელობა, ჩვენს მთავარ პარტნიორთან გამოსავალი ვიპოვოთ. მე არგუმენტებს წარვუდგენ, მე დავარწმუნებ, ალტერნატივებს შევთავაზებ, მაგრამ ნამდვილად არ მივცემ მტერს იმის თქმის საშუალებას, რომ უკრაინას მშვიდობა არ სურს, რომ ისაა, ვინც პროცესს ხელს უშლის და რომ უკრაინა არ არის მზად დიპლომატიისთვის. ეს არ მოხდება.

[...] მახსოვს, ომის პირველ დღეებში როგორ მაძლევდნენ სხვადასხვა გეგმას, პუნქტს, ულტიმატუმს ომის დამთავრებასთან დაკავშირებით. ისინი ამბობდნენ: 'ან კი ან არაო.' ან ხელს მოაწერ ან უბრალოდ შენი ლიკვიდირება მოხდება და შენ მაგივრად "უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი" მოაწერსო ხელს. ვიცით, როგორც დამთავრდა ეს.

[...] მაშინ მე უკრაინას არ ვუღალატე და ნამდვილად ვგრძნობდი ჩემს ზურგში ყველას მხარდაჭერას. თითოეული თქვენგანის, ყოველი უკრაინელის, ჯარისკაცის, მოხალისის, ექიმის, დიპლომატის, ჟურნალისტის, ყველა ადამიანის. ჩვენ მაშინ უკრაინას არ ვუღალატეთ და არც ახლა ვიზამთ ამას. დანამდვილებით ვიცი, რომ ეს ჩვენს ისტორიაში ერთ-ერთი ჭეშმარიტად ურთულესი მომენტია, მე მარტო არ ვარ. რომ უკრაინელებს სჯერათ სახელმწიფოსი, რომ ჩვენ ერთიანები ვართ.

[...] ჩვენ დიპლომატიის ფარგლებში ჩვენი მშვიდობის გულისთვის ვიმუშავებთ. ქვეყნის შიგნით ერთად უნდა ვიმუშაოთ მშვიდობის გულისთვის, ღირსების გულისთვის, თავისუფლების გულისთვის და მჯერა, და ვიცი, რომ მარტო არ ვარ. ჩემთან ერთად ჩვენი ხალხია, საზოგადოება, ჯარისკაცები, პარტნიორები, მოკავშირეები და ყველა ადამიანი. ღირსეული, თავისუფალი, ერთიანი."

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელებისადმი ვიდეო მიმართვაში.

კომენტარები