რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინის გენშტაბი: კუპიანსკი და იამპილი კვლავ ჩვენი თავდაცვის ძალების კონტროლის ქვეშ რჩება

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, ხარკოვის ოლქის ქალაქი კუპიანსკი და დონეცკის ოლქის ქალაქი იამპილი კვლავ უკრაინის თავდაცვის ძალების კონტროლის ქვეშ რჩება.

"ტერორისტული სახელმწიფოს ხელისუფლება აგრძელებს დაბალი დონის საინფორმაციო პროვოკაციების წარმოებას. კერძოდ, რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა, ვალერი გერასიმოვმა მოხსენებაში განაცხადა, რომ ხარკოვის ოლქში კუპიანსკისა და დონეცკის ოლქში იამპილის დასახლებები სრულად დაიკავა". - აღნიშნულია განცხადებაში.

უკრაინის გენშტაბის განმარტებით ზემოხსენებულ დასახლებებს კვლავ უკრაინის თავდაცვის ძალები აკონტროლებენ – "ქალაქსა და მის გარეუბნებში მიმდინარეობს საბრძოლო ღონისძიებები და სპეციალური ოპერაციები, რომლებიც მიზნად ისახავს ქალაქში შეჭრილი მტრის დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფების გამოვლენასა და განადგურებას".

ამასთან, გენშტაბის ცნობით, დეზინფორმაციაა ხარკოვის ოლქში ვოვჩანსკის 80%-ის და პოკროვსკის 70%-ის დაკავების შესახებ გავრცელებული ცნობები.

"გახსოვდეთ, რომ ერთი თვის წინ რუსულმა პროპაგანდამ ჟურნალისტები უკვე "წაიყვანა" კუპიანსკსა და პოკროვსკში. რუსეთის გენშტაბის მიზნად ისახავს მხოლოდ რუსული არმიის კრიტიკული დანაკარგების დამალვას, რომელიც მუდმივ "ხორცსაკეპ" თავდასხმებშია ჩათრეული. რუსეთის ხელისუფლების ერთადერთი სისხლიანი "მიღწევა" ქალებისა და ბავშვების მკვლელობაა, როგორც ეს ტერნოპილში საცხოვრებელ კორპუსზე თავდასხმის დროს მოხდა. თავდაცვის ძალები აგრძელებენ მტრის განადგურებას შეხების მთელი ხაზის გასწვრივ". - წერია განცხადებაში.

კომენტარები