ზაპოროჟიეს ოლქში რუსეთის იერიშებს 5 პირი ემსვერპლა, 8 კი დაშავდა. ინფორმაციას ოლქის ადმინისტრაციის თავჯდომარე, ივან ფედოროვი ავრცელებს.
ოკუპანტებმა იერიშები 21 ნოემბერს დილის საათებში მიიტანეს.
არსებული ინფორმაციით, რუსეთმა 387 დარტყმა მიიტანა 16 სხვადასხვა დასახლებულ პუნტქზე. შეგედად, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, მაღაზიები და მანქანები.





