რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკიმ აშშ-სგან რუსეთ-უკრაინის ომის სამშვიდობო გეგმის პროექტი მიიღო

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ს მიერ შემუშავებული სამშვიდობო გეგმის პროექტი ოფიციალურად მიიღო. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საყოველთაოდ მნიშვნელოვან პრინციპულ საფუძვლებს, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისთვის და დღევანდელი შეხვედრის შედეგად, ომის ღირსეულად დასასრულებლად, გეგმის პუნქტებზე მუშაობაზე შევთანხმდით.

უკრაინა რუსეთის შეჭრის პირველივე წამებიდან მშვიდობისკენ ისწრაფვის და ჩვენ ყველა არსებით წინადადებას ვუჭერთ მხარს, რომელსაც ნამდვილი მშვიდობისკენ მივყავართ. უკრაინა სისხლისღვრის შესაწყვეტად პრეზიდენტ ტრამპის წინადადებებს წლის დასაწყისიდანვე უჭერდა მხარს" - ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კიევი მშვიდობის მისაღწევად ამერიკულ და ევროპელ პარტნიორებთან კონსტრუქციული მუშაობისთვის მზადაა.

ასევე განცხადებაში ნათქვამია, რომ ზელენსკი მომდევნო დღეებში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან არსებული დიპლომატიური შესაძლებლობებისა და სამშვიდობო გეგმის ძირითადი პუნქტების განხილვას ელის.

აშშ-ს მიერ შემუშავებული გეგმის დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა გასულ დღეებში დასავლურ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ ახალი გეგმის პროექტს რუსეთთან ერთად ქმნიდა და გეგმის დეტალებს მალე ევროპელ და უკრაინელ პარტნიორებს გააცნობდა.

კომენტარები