ქართული ოცნების მიერ ემიგრანტებისთვის ხმის უფლების წართმევა მათთვის კონსტიტუციური უფლების ჩამორთმევაა. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ გვართმევს ყველაფერს ძალაუფლებას ჩაბღაუჭებული ერთი ადამიანი - ყველაფერს, რაც ძვირფასია, რაც ჩვენ გვეკუთვნის და ჩვენი მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებაა. ასე გაგრძელდება მანამ, სანამ ქართული ოცნების ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯებზე ადეკვატური პასუხი არ გვექნება.
დღეს ამ ნაბიჯით ივანიშვილმა აღიარა, რომ ქართული ემიგრაციის ეშინია. ემიგრაციაში მყოფ ქართველებში არის უდიდესი ძალა. თქვენი ბრძოლა ჩანს და ივანიშვილს თქვენი ეშინია - ეშინია არჩევნებში თქვენი მონაწილეობის.
მადლობა იმისთვის, რასაც აკეთებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლაში ყველა ერთად ვართ, ემიგრანტიც და საქართველოში მცხოვრებიც. ბრძოლა იქნება ბოლომდე - ყველა სამართლებრივი გზით.





