აშშ-ჩინეთი

ჩინეთი აშშ-ს მხრიდან ტაივანისთვის იარაღის მიყიდვას აპროტესტებს

f16

17 ნოემბერს ჩინეთმა აშშ-ს მხრიდან ტაივანისთვის იარაღის მიყიდვა გააპროტესტა და აღნიშნა, რომ პეკინი ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად ყველა საჭირო ზომას მიიღებს.

"მოვუწოდებთ ამერიკის მხარეს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ტაივანის შეიარაღების ამაზრზენი პრაქტიკა და შეწყვიტოს ორი ქვეყნისა და მათი სამხედროების ურთიერთობის გაუარესება,“ განაცხადა თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა ჭანგ სიაოკანგმა.

13 ნოემბერს პენტაგონმა განაცხადა, რომ აშშ-მ ტაივანისთვის $330 მილიონის ღირებულების ავიაგამანადგურებლების ნაწილების მიყიდვა დაამტკიცა, რაც პირველი მსგავსი ტრანზაქციაა მას შემდეგ, რაც იანვარში პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდა.

ტაივანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დამტკიცებული გაყიდვის ამოქმედება ერთი თვის განმავლობაში მოხდება. სამინისტროს ცნობით, ავიაგამანადგურებლების ნაწილების მიწოდება ტაივანის საჰაერო ძალებს მზადყოფნისა და საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში დაეხმარება. 

კომენტარები