რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუმინეთმა სოფლის ევაკუაცია დაიწყო რუსული დრონით უკრაინის პორტში ტანკერზე დარტყმის შემდეგ

X

რუმინული მედია Digi24-ის ინფორმაციით, ხელისუფლებამ საზღვრისპირა რუმინული სოფლის ევაკუაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც რუსული დრონებით იერიშის შედეგად უკრაინული პორტის სიახლოვეს, სოფლიდან რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით, ბუნებრივი აირის გადამზიდ გემზე ცეცხლი გაჩნდა. 

გავრცელებული ცნობებით, სოფელი პლაურუდან 100-150 ადამიანის ევაკუაცია დაიწყო. მანამდე უკრაინის ოდესის ოლქის ხელისუფლებამ ღამის განმავლობაში "მასობრივი" იერიშის შესახებ განაცხადა, რის შედეგადაც, რამდენიმე ხომალდთან ერთად, დაზიანდა ენერგო და საპორტო ინფრასტრუქტურა.

ადგილობრივმა რუმინელმა მაღალჩინოსნებმა Digi24-ს განუცხადეს, რომ გემი, რომელსაც ათასობით მეტრული ტონა თხევადი ბუნებრივი აირი (LPG) გადაჰქონდა, სოფლიდან 500 მეტრის დაშორებით იწვის. 

თურქეთის მთავრობამ განაცხადა, რომ დაზიანებული ტანკერი, სახელად Orinda, თურქული დროშის ქვეშ დაცურავდა და ბორტზე მყოფი 16 თურქმა ეკიპაჟის წევრმა გემი დაზიანებების გარეშე მიატოვა. 

კომენტარები