რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკის თქმით, უკრაინა საფრანგეთისგან Rafale-ის 100 ავიაგამანადგურებლის შესყიდვას აპირებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინამ 17 ნოემბერს საფრანგეთთან ერთად ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც უკრაინა აცხადებს, რომ მომდევნო ათი წლის განმავლობაში საფრანგეთისგან 100 ერთეული Rafale-ის ტიპის ავიაგამანადგურებლის შესყიდვა სურს.

"ეს იქნება საუკეთესო საჰაერო თავდაცვა, ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში," განუცხადა ზელენსკიმ რეპორტიორებს დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ.

"ჩვენ Rafale-ებს ვგეგმავთ, 100 Rafale-ს - ეს უზარმაზარია. ესაა საჭირო უკრაინის ჯარის აღსადგენად," განუცხადა მაკრონმა LCI TV-ს და დაამატა, რომ შეთანხმება კარგი ამბავია საფრანგეთისთვის და კომპანია Dassault-ისთვის.

მანამდე გამოცემა Reuters წერდა, რომ ლიდერები კიევის საჰაერო თავდაცვის სისტემებით, სამხედრო თვითმფრინავებითა და რაკეტებით მომარაგებაზე შეთანხმებების გაფორმებას აპირებდნენ.

კომენტარები