ევროკავშირი-საქართველო

ჰადადი: მოვუწოდებთ ოცნებას მთლიანად შეიცვალოს პოზიცია, გაათავისუფლოს პოლიტიკური ოპონენტები

ევროკომისია გაფართოების ანგარიშით საქართველოსთან დაკავშირებით ძალიან მკაფიო იყო. ქართული ოცნების საქციელი, რეპრესიები ოპოზიციის, დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების და დამოუკიდებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ, ქვეყანას ევროპულ გზას უჭრის. ეს სამწუხაროა, რადგან საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ევროპულ გზას. ეს მისწრაფება არის ძლიერი და მას საფრანგეთის და სხვა ევროპული ქვეყნების მხარდაჭერაც აქვს. მაგრამ რაც ხდება შარშანდელი არჩევნებიდან მოყოლებული, ბოლო თვეებში ლიბერალური გზიდან გადახვევა, ქვეყანას უფრო მეტად აშორებს ევროპულ გზას.

მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას მთლიანად შეცვალოს პოზიცია და ჩაერთოს კონსტრუქციულ დიალოგში ოპოზიციასთან, დაიწყოს მუშაობა ახალი არჩევნებისთვის, გაათავისუფლოს პოლიტიკური ოპონენტები, ჟურნალისტები, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები. ეს არის ერთადერთი გზა, რომლითაც ქვეყანას შეუძლია დაუბრუნდეს ევროპულ მისწრაფებას. სხვა შემთხვევაში ეს პროცესი გაიყინება

ამბობს ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრი, ბენჟამინ ჰადადი ევროსკოპთან საუბარში.

კომენტარები