ზურაბ ზვიადაურის საქმე

ზურაბ ზვიადაურს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, ის ციხეს 4 თვეში ჯარიმის სანაცვლოდ დატოვებს

ზურაბ ზვიადაურს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის დაკავებული ოლიმპიური ჩემპიონი და ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი ციხეს პირობითი მსჯავრისა და 5 000-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ ოთხ თვეში დატოვებს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა TV პირველთან საუბრისას განაცხადა.

ადვოკატის თქმით, საპროცესო გარიგების მოთხოვნით ბრალდების მხარემ საგამოძიებო უწყებას თავად მიმართა.

"ბრალდებულსა და ბრალდების მხარის შორის მოხდა შეთანხმება სასჯელზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ზურა ზვიადაურს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. შუამდგომლობით და განცხადებით პროკურატურას მე მივმართე, რომ გაფორმებულიყო მასთან საპროცესო შეთანხმება და პირობები გახლავთ - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე პირობითი მსჯავრი და დამატებით სასჯელად ჯარიმა" -  თქვა ზვიადაურის ადვოკატმა.

ცნობისთვის, ზურაბ ზვიადაური იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 16 სექტემბერს დააკავეს.

კომენტარები