გაერთიანებული სამეფო კომპანიებისთვის რუსული თხევადი გაზის (LNG) ექსპორტისთვის საჭირო საზღვაო სერვისების მიწოდების აკრძალვას გეგმავს. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ განაცხადა.
"აკრძალვა, ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან ერთად კოორდინაციის პირობებში, 2026 წლის განმავლობაში ეტაპობრივად ამოქმედდება" - ნათქვამია ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც დიდი შვიდეულის (G7) საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ გაკეთდა.
ბრიტანეთმა ასევე 13 მილიონი ფუნტი სტერლინგის ოდენობის დახმარების პაკეტი გამოაცხადა, რომელიც უკრაინის ენერგეტიკული სექტორის აღდგენასა და იმ უკრაინელების დახმარებას ითვალისწინებს, რომლებიც გათბობისა და ელექტროენერგიის დაკარგვით ყველაზე მეტად დაზარალდნენ.





