ხაშურის საკრებულოში ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი, ბიზნესმენი ლევან გამრეკელი დააკავეს. ინფორმაცია ტაბულას პროკურატურაში დაუდასტურეს.
ჯერჯერობით, მისი დაკავების შესახებ სხვა დეტალები უცნობია. ტაბულას პროკურატურაში უთხრეს, რომ ოფიციალურ განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებენ.
ბიზნესმენი ლევან გამრეკელი 8 წლის განმავლობაში, 2017-2025 წლებში ქართული ოცნებიდან ხაშურის საკრებულოს დეპუტატი იყო.





