რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ ყირიმში რუსეთის S-400-ის გამშვები სისტემა და საბრძოლო მასალების საწყობი გაანადგურა

უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების დრონის კადრი
უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების დრონი

უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალებმა (SOF) რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც S-400 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის გამშვები და რუსეთის მე-18 არმიის საბრძოლო მასალების საწყობი განადგურდა.

SOF-ის განცხადებით, ერთობლივი ოპერაცია უკრაინის "სპეციალური ოპერაციების ძალების წინააღმდეგობის მოძრაობისა და ღრმა იერიშების დანაყოფების" ჩართულობით ჩატარდა.
 
მთავარი სამიზნეები სიმფეროპოლის მახლობლად მდებარე არსენალი და ევპატორიასთან განლაგებული საჰაერო თავდაცვის ობიექტი იყო. ოპერაცია 6 ოქტომბრის ღამეს ჩატარდა, თუმცა უსაფრთხოების მიზეზების გამო, ინფორმაცია ახლა გახდა ცნობილი.
 

უკრაინული მხარის ცნობით, FP-2 ტიპის დრონებმა რუსულ სამხედრო ობიექტს მონაცემების გადამოწმებისა და იდენტიფიცირების შემდეგ შეუტიეს, რასაც საბრძოლო მასალების აფეთქება და ხანძარი მოჰყვა, ხოლო S-400-ის გამშვები სისტემის განადგურებაც იმავე დღეს მოხდა.

ამასთან, სპეციალური ოპერაციების ძალები ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც რუსულ სამხედრო ობიექტზე დარტყმის კადრები ჩანს:

კომენტარები