რუსული ნავთობისა და გაზის კომპანია Lukoil მოლდოვაში მუშაობას წყვეტს.
ამის შესახებ მოლდოვის ენერგეტიკის მინისტრმა, დორინ ჟუნგეტომ განაცხადა.
ჟუნგეტოს თქმით, 2025 წლის 21 ნოემბრიდან, აშშ-ს მიერ ოქტომბერში მიღებული სანქციების გამო, ლუკოილი მოლდოვაში ნავთობის შეტანას ვეღარ შეძლებს.
მინისტრმა აღნიშნა, რომ მოლდოვა უერთდება აშშ-ს სანქციებს, მაგრამ ამავდროულად აშშ-ს ხელისუფლებას სთხოვს, დროებით ნება დართოს ლუკოილს განაგრძოს მოლდოვაში ოპერირება.
გარდა ამისა, მოლდოვა ნავთობის ალტერნატიული წყაროების მოძიების მიზნით, მოლაპარაკებებს აწარმოებს რუმინეთსა და ბულგარეთთან.





