გერმანელი გენერალ-ლეიტენანტის, ალექსანდერ სოლფრანკის თქმით, რუსეთს, მცირე მასშტაბით, ნებისმიერ დროს შეუძლია NATO-ზე თავდასხმა.
"თუ გადავხედავთ რუსეთის ამჟამინდელ შესაძლებლობებსა და ბრძოლისუნარიანობას, რუსეთს NATO-ს ტერიტორიაზე მცირე მასშტაბის თავდასხმა შეუძლია ხვალვე დაიწყოს," – თქვა სოლფრანკმა.
გენერალ-ლეიტენანტმა აღნიშნა, რომ უკრაინასთან ომში წარუმატებლობის მიუხედავად, რუსეთის საჰაერო ძალები ინარჩუნებენ ბრძოლისუნარიანობას, ხოლო მისი ბირთვული და სარაკეტო ძალები უცვლელი რჩება.
მან ასევე გაიმეორა NATO-ს გაფრთხილება, რომ რუსეთს, თუ მისი შეიარაღების მცდელობები უცვლელად გაგრძელდება, ალიანსზე პოტენციური ფართომასშტაბიანი თავდასხმა 2029 წელს შეუძლია.





