რუსული რეჟიმი

პაპუაშვილი ე.წ საბოტაჟის საქმეზე: რამე პრეტენზია ექნებათ? მიმართონ სტრასბურგს

მე ვერ გეტყვით მტკიცებულებებში რა დევს, რახან პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ამ პირებს, შესაბამისად არის გონივრული ეჭვის ის სტანდარტი, რომელიც საკმარისია ბრალის წარსადგენად, სამართლებრივ შეფასებას მე ვერ გავაკეთებ, ეს პროკურატურის და ახლა უკვე სასამართლოს სამსჯელოა.

თუმცა, პოლიტიკურად, რა თქმა უნდა, ყველაფერი, რაზეც ჩვენ გუშინ ბრიფინგზე მოვისმინეთ, ამ ყველაფერს ჩვენ თვალწინ ვხედავთ, რა არ ხედავდით? როგორ ადგენდნენ საქართველოს მოქალაქეების შავ სიებს, რომ საქართველო ყოფილიყო გარედან თავდასხმის ობიექტი, არ ხედავდით როგორ დადიოდნენ სხვა ქვეყნებში ამ პაპკებით, საქაღალდეებით და ამითი როგორ ტრაბახობდნენ თან, რომ უნდათ, რომ შავი სიები მიაწოდონ უცხო ქვეყნებს, იმისთვის რომ საქართველო იყოს თავდასხმის ობიექტი.

ასე რომ, ეს ყველაფერი ჩვენ პოლიტიკურადაც არაერთხელ შეფასებული გვაქვს, რაც შეეხება სამართლებრივ შეფასებას, იმ ადამიანების მიმართ, სადაც დანაშაულის მტკიცებულებები სტანდარტს აკმაყოფილებს პროკურატურა ბრალდების წარდგენით არის, ვნახოთ რამდენად საკმარისი იქნება სასამართლოსთვის განაჩენისთვის.

ეს ყველაფერი გამჭვირვალე პროცესია, ვინმეს რამე ეჭვი აქვს? მიმართოს სტრასბურგის სასამართლოს, ხო მიმართეს, რამდენჯერ მიმართეს, რუსთავი 2-ზე მიმართეს - დამარცხდნენ, სააკაშვილზე მიმართეს - დამარცხდნენ, გვარამიაზე დამარცხდნენ, მელიაზე დამარცხდნენ, ყველაფერზე დამარცხდნენ საერთოდ, ისინი და მათი აქ მყოფი მხარდაჭერი ელჩები და უცხოური დავალებების მიმცემნი, აქაც რამე პრეტენზია ექნებათ? არ მოეწონებათ მართლმსაჯულების გადაწყვეტილება? მიმართონ სტრასბურგს და იქაც, რომ დამარცხდებიან, მერე მაინც მოიხადონ ბოდიში."

თქვა ივანიშვილის პარლამენტის თავჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ე.წ საბოტაჟის საქმეზე.

კომენტარები