ევროინტეგრაციის შეჩერება

სიბიჰა ბოჭორიშვილს: ევროკავშირის გზაზე ცუდი შედეგების ყველა მიზეზი თბილისშია და არა კიევში

ქართული მხარე სარკეში საკუთარ ანარეკლზე არ უნდა გაბრაზდეს.

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე არსებული ცუდი შედეგების ყველა მიზეზი თბილისშია და არა კიევში.

რაც შეეხება უკრაინას, ჩვენ მხოლოდ ერთს ვუსურვებთ მეგობარ ქართველ ხალხს - რომ მან, მიუხედავად ამჟამინდელი მთავრობის პოლიტიკისა, თავისი ევროპული მისწრაფებების განხორციელება საბოლოოდ [მაინც] შეძლოს.

საქართველო - ეს ევროპაა, და არა "რუსული მსოფლიო".

ასე უპასუხა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრიი სიბიჰამ ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის მიერ 5 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც მან აღნიშნა, რომ უკრაინა 2022 წლიდან საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დაბრკოლებებს უქმნიდა. ბოჭორიშვილმა აღნიშნული განცხადება ევროკომისიის მიერ 4 ნოემბერს საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ კრიტიკულ ანგარიშზე საუბრისას გააკეთა.

კომენტარები