ტელეკომპანია რუსთავი 2 ჟურნალისტებმა მარიამ ჯანელიძემ და ბექა პატურაშვილმა დატოვეს.
ჯანელიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მისი და მისი ქმრის, ბექა პატურაშვილის მიერ რუსთავი 2-ის დატოვება კავშირშია ქართული ოცნების გადაწყვეტილებასთან, შეაჩეროს ევროინტეგრაცია და ასევე, ბოლო ორი ღამის განმავლობაში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე პოლიციის ძალადობასთან.
მთავარი არხის ცნობით, რუსთავი 2 ასევე მარიამ მენაბდემ და ვანო გავაშელმაც დატოვეს.





