გერმანია

გერმანიაში ექთანი 10 პაციენტის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

გერმანიაში, ქალაქ აახენის სასამართლომ პალიატიური ექთანი 10 პაციენტის ლეტალური ინექციით მკვლელობასა და კიდევ 27-ის მკვლელობის მცდელობაში დამნაშავედ ცნო და მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

პროკურორების მტკიცებით, ექთანი ძირითადად ხანდაზმულ პაციენტებს ტკივილგამაყუჩებლებს ან დამამშვიდებლებს ღამით, სამუშაო დატვირთვის შემსუბუქების მიზნით უკეთებდა.

ამასთან, პროკურატურის თანახმად, ექთანი პალიატიურ პაციენტების, მათი თანხმობის გარეშე, ანესთეზიისა და კუნთების მომდუნებელ პრეპარატებს უკეთებდა იმ დროს, როდესაც პაციენტთა მდგომარეობა კრიტიკული არ იყო.

აახენის სასამართლოს სპიკერის თქმით, დანაშაული "განსაკუთრებით მძიმედ" არის მიჩნეული, რაც იმას ნიშნავს, რომ ექთანს 15 წლის შემდეგ გათავისუფლების მცირე შანსი აქვს. გერმანიაში პატიმრებს, რომლებსაც სამუდამო პატიმრობა აქვთ მისჯილი, შეწყალების მოთხოვნა 15 წლის მოხდის შემდეგ შეუძლიათ.

ექთანი გასული წლის აგვისტოში დააკავეს, მიმდინარე წლის მარტში კი მას ბრალი წარუდგინეს.

კომენტარები