პრეზიდენტი ტრამპის ხელახლა არჩევით უნგრეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ახალი შესაძლებლობები გაჩნდა. მიმდინარე წლის პირველი ათი თვე საწყისი ფაზა იყო, რომლის დროსაც ჩვენ აღვადგინეთ ის ზიანი, რაც უნგრეთსა და აშშ-უნგრეთის ურთიერთობებს მიადგა ბაიდენის ადმინისტრაციის დროს. პოლიტიკურად მოტივირებული სანქციები გაქრა, აშშ აღარ აფინანსებს NGO-ებს, რომლებიც უნგრეთს თავს ესხმოდნენ და ჩვენ კვლავ შეგვიძლია აშშ-ში უვიზოდ მოგზაურობა. ამით, პირველი ფაზა დასრულდა. დღეს, მივემგზავრებით აშშ-ში, რათა პრეზიდენტ ტრამპთან ერთად აშშ-უნგრეთის ურთიერთობების ახალი ეტაპი დავიწყოთ. ჩვენი მიზანია, საფუძველი ჩავუყაროთ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც მოიცავს ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობას, ინვესტიციებს, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობასა და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დასრულების შემდეგ არსებული ვითარების განხილვას. ვმუშაობთ შეთანხმებაზე, რომელიც დამყარებულია ორმხრივ სარგებელზე და რომელიც უნგრეთის ყველა მოქალაქის ინტერესებს ემსახურება.
tbl.ge/7d1g
დაკოპირდა

წერს უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი X-ზე.
ამავე თემაზე
- Reuters: თეთრ სახლში საკადრო ცვლილებები რუბიოს ევროპის მიმართ პოლიტიკაზე მეტ გავლენას ანიჭებს
- მელანია და დონალდ ტრამპები ABC-ს ჯიმი კიმელის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ
- ომის კრიტიკის გამო ტრამპმა ყოფილ მხარდამჭერებს, კარლსონს, ოუენსსა და ჯოუნსს სულელები უწოდა
- ტრამპი: ომის დეპარტამენტს არამიწიერ სიცოცხლეზე დოკუმენტების გასაჯაროებას დავავალებ
- NATO-ს გაძლიერებას ვცდილობთ და არა - მის დატოვებას ან უარყოფას – აშშ-ს ელჩი NATO-ში




