ე.წ. ქურდული სამყარო

ლიკვიდირებულია მირზა ალიევი, მძიმედ დაიჭრა სპეცრაზმელი – შსს-ს სპეცოპერაციის დეტალები

შსს-ს ცნობით, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული სპეცოპერაციის დროს სოფელ კაბალში დასაკავებელმა პირმა, მირზა ალიევმა ცეცხლი გაუხსნა სპეცრაზმელებს - შედეგად, გულ-მკერდის არეში მძიმედ დაიჭრა ერთი სპეცრაზმელი, საპასუხო ცეცხლით ლიკვიდირებულია მირზა ალიევი. 

"5 სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისა და ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის ბრალდებით 34 პირი დავაკავეთ. 7 პირს კი, მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ 2 პირს, საზღვარგარეთ მყოფ 4 ადამიანსა და 1 კანონიერ ქურდს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში ერთ-ერთმა დასაკავებელმა პირმა, მირზა ალიევმა, რომელზეც დაკავების შესახებ მოსამართლის განჩინება იყო გაცემული, სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლების მისამართით ინტენსიური ცეცხლი გახსნა. შედეგად, ერთ-ერთი სპეცრაზმელი გულმკერდის არეში მძიმედ დაიჭრა. პოლიციის საპასუხო ცეცხლის შედეგად, მირზა ალიევი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული.

დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - თქვა ივანიშვილის შს მინისტრის, გეკა გელაძის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ. 

კომენტარები