გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ამბობს, რომ გერმანიაში მყოფი სირიელი ლტოლვილები სამშობლოში უნდა დაბრუნდნენ, რადგან მათ ქვეყანაში ომი დამთავრდა. ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში, მერცის თქმით, გერმანიას მათი დეპორტაცია მოუწევს.
კანცლერი განმარტავს, რომ "უკვე აღარ არსებობს აღარანაირი მიზეზი" გერმანიაში თავშესაფარი ეძებონ სირიელებმა, რომლებმაც ქვეყანა 13-წლიანი ომის განმავლობაში დატოვეს.
"მათთვის, ვინც უარს იტყვის სამშობლოში დაბრუნებაზე, ჩვენ, რა თქმა უნდა, შეგვიძლია მათი გაძევება," აღნიშნა მერცმა.
30 ოქტომბერს დამასკოში გამართული ვიზიტისას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა განაცხადა, რომ სირიელების უკან დაბრუნების პოტენციალი "ძალზე შეზღუდული" იყო, რადგან ომის შედეგად ქვეყნის ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი დაზიანდა.
აღნიშნული განცხადება მერცისა და ვადეფულის თანაპარტიელებმა გააკრიტიკეს გერმანიის "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირიდან". მერცის თქმით, სირიის ახალი პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა, რომლის ძალებმაც გასული წლის დეკემბერში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დაამხვეს, გერმანიაში მიიწვია, რათა განიხილონ, თუ როგორ შეიძლება ამ საკითხის ერთად გადაჭრა.
გერმანიის კანცლერის მიხედვით, სირიას "ესაჭიროება მთელი თავისი ძალა და, უპირველეს ყოვლისა, სირიელები, რათა აღდგეს," და დაამატა, რომ მისი აზრით, სირიელთა უმეტესობა სამშობლოში თავისი ნებით დაბრუნდება.





