ევროკომისიის ანგარიში საქართველოზე

ბოჭორიშვილი: ნაკლებად მოსალოდნელია, რომ საქართველოზე EU-ს ანგარიში იქნება პოზიტიური

ჩვენ ბოლო პერიოდში ვაკვირდებით, რომ ევროკავშირის მხრიდან ნაკლებად კეთდება საქართველოსთან დაკავშირებით ობიექტური შეფასებები. ძირითადად შეფასებები არის ტენდენციური.

ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ეს ანგარიში იქნება პოზიტიური საქართველოსთან მიმართებაში და ასახავს იმ პროგრესს, რაც აქვს საქართველოს. ამის ვარაუდი ჩვენ  შეგვიძლია მთელი წლის განმავლობაში ევროკავშირის მხრიდან გაკეთებული განცხადებების და გადადგმული ნაბიჯებიდან გამომდინარე. 

თუმცა დაველოდოთ თავად ანგარიშს და შემდგომ უკვე შევხედავთ, რამდენად ობიექტურად იქნება მასში ასახული საქართველოს პროგრესი, ის ნაბიჯები, რაც საქართველომ გადადგა, განვითარება, რაც იყო საქართველოში, რომელიც ასახულია სხვადასხვა რეიტინგებში, სხვადასხვა ციფრებში, ეკონომიკურ ზრდაში, განვითარებაში, თუმცა ვნახოთ ეს როგორ იქნება ასახული ევროკავშირის ანგარიშში.

ამბობს ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის გაფართოების ანგარიშზე საუბრისას, რომელიც 4 ნოემბერს უნდა გამოქვეყნდეს. 

კომენტარები