ტაბულას სკოლებსა და ბაღებში მუნის მასშტაბური გავრცელება განათლების სამინისტროში არ დაუდასტურეს. უწყებაში აცხადებენ, რომ ცალკეული შემთხვევები უნდა გადამოწმდეს.
უკვე რამდენიმე დღეა ვრცელდება ინფორმაცია სკოლებსა და ბაღებში მუნის დადასტურებული შემთხვევებისა, თუმცა ამ დრომდე სამინისტროს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.
ტაბულამ სამინისტროს მიაწოდა ცნობა, იმ სკოლებისა და ბაღების შესახებ, რომლებშიც გავრცელებული ინფორმაციით ფიქსირდება მუნის შემთხვევები, უწყება დაჰპირდა, რომ გადაამოწმებდა.





