ევროკომისიის ანგარიში საქართველოზე

ბითაძე: მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას აღარც კი აინტერესებს, რას ამბობს ბრიუსელი

გვესაუბრებიან ჩვენ, რომ კანონი არ უნდა აღვასრულოთ, მარტივად მოგვიწოდებენ ქაოსისჯენ და იმისკენ, რომ ხელისუფლების ჩამოშლა გამოიწვიონ. მათ ძალიან კარგად იციან რას აკეთებენ, აგულიანებენ ადამიანებს, რომლებიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში თავისი პროპაგანდისტული მანქანით შეცდომაში შეჰყავდათ, თითქოს ქართული ოცნების კურსის ცვლილებასთან მიმართებით. [...]

თვითონ გამოგვიცხადეს, რომ პრაქტიკულად წყვეტენ ჩვენთან მოლაპარაკებებს და როდესაც ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვამბობთ, რომ მზად ვართ, ხვალვე გავხსნათ მოლაპარაკებები, ქართული ოცნების წინააღმდეგ იწყენებენ გარკვეულ ინსტრუმენტებს, რასაც ევროკავშირის სამართალი, რომელსაც ფაქტიბრივად ყოვედღიურად ცვლიან იმისთვის, რომ ინსტრუმენტალიზაცია გააკეთონ ზეწოლის კუთხით საქართველოზე საკუთარი კანონმდებლობის, ჩვენ წინააღმდეგ იყენებენ.

ერთადერთი, რასაც ახლა ცდილობენ, არის არათუ მუხტის შენარჩუნება, მათ ძალიან კარგად იციან, რომ მუხტი ჩამქრალია და პრაქტიკულად საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას აღარც კი აინტერესებს, რას ამბობს ბრიუსელი, რა სიცრუის ახალ ტალღას ააგორებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ.

ამბობს ივანიშვილის დეპუტატი, მაია ბითაძე ევროკავშირის გაფართოების ანგარიშზე სამთავრობო ტელეკომპანია იმედის ეთერში.

კომენტარები