კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი, ელენე ხოშტარია პატიმრობაში დატოვეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ნატო ხუჯაძემ მიიღო.
თავად ელენე ხოშტარია სხდომას არ დასწრებია.
მისი შემდეგი სხდომა 17 ნოემბერს ჩაინიშნა.
ელენე ხოშტარია კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის 15 სექტემბერს დააკავეს. მას 5 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა, რომლის გადახდაზეც უარი განაცხადა.





