ევროკავშირი-საქართველო

ჰიპერი: როცა უსაფრთხოდ გრძნობ თავს დემოკრატიაში, არ გიწევს უდანაშაულო ადამიანების დაკავება

კარგი იქნება, თუ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები სარკეში ჩაიხედებიან და თვალს გაუსწორებენ რეალობას, რომ ისინი მისდევენ რეპრესიული რეჟიმის გზას, რომელიც მშვიდობიანი მოქალაქეების, მედიისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ მოქმედებს. კიდევ ერთხელ, თუ უსაფრთხოდ გრძნობ თავს დემოკრატიაში, არ გიწევს ოპონენტებისა და უდანაშაულო ადამიანების დაკავება. ჩვენ ვგმობთ ყველა ფორმის ძალადობას, მაგრამ მოვუწოდებთ ხელისუფლების წევრებს, დაუბრუნდეს საზოგადოებასთან დიალოგს და უზრუნველყოს, რომ ძალადობას დამატებით ესკალაცია არ მოყვება.

ევროკომისიის სპიკერი, ანიტა ჰიპერი პასუხობს ევროსკოპის დასმულ კითხვას საქართველოში, რეჟიმის მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავებასთან დაკავშირებით. 

კომენტარები