რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

УП: ტუაფსეს პორტზე დრონებით იერიში СБУ-მ მიიტანა

Supernova+

გამოცემა Українська правда უკრაინის უსაფრთხოების სამსახურზე (СБУ) საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთში ქალაქ ტუაფსეს პორტზე დრონებით იერიში СБУ-ს სპეცდანაყოფმა, ალფამ და ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა მიიტანა. 

УП საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ პორტს დრონებით ხუთჯერ დაარტყეს, რის შედეგადაც ნავთობმზიდი ტანკერი აალდა და ნავთობის ამტვირთავი, სულ მცირე, ოთხი სტენდი დაზიანდა, რომლებიც ტანკერების დატვირთვის გამოიყენებოდა. 

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ პორტის შენობებიც დაზიანდა. 

მანამდე, რუსეთში კრასნოდარის მხარის ოპერატიულმა შტაბმა გაავრცელა განცხადება, 2 ნოემბრის ღამით ქალაქ ტუაფსეს პორტზე დრონებით თავდასხმის შემდეგ ნავთობმზიდ ტანკერზე ხანძარი გაჩნდა და ნავთობტერმინალის ინფრასტრუქტურა და, სულ მცირე, ორი უცხოური ხომალდი დაზიანდა

ცნობისთვის, ტუაფსეს პორტი რუსეთისთვის შავ ზღვაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ პორტში რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობკომპანიის, Rosneft-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ნავთობბაზა მდებარეობს, რომლებზეც უკრაინას იერიში აქამდე რამდენჯერმე მიუტანია. 

კომენტარები