პრინცი ენდრიუ

პრინც ენდრიუს ყველა ტიტული ჩამოერთვა, ის უინძორების სასახლეში აღარ იცხოვრებს

პრინცი ენდრიუ და დედოფალი ელისაბედ II

მას შემდეგ, რაც ბოლო კვირებში გაღრმავდა ეჭვი პრინც ენდრიუს კავშირზე სექსუალურ დამნაშავე ჯეფრი ეპსტინთან, გადაწყდა, რომ ენდრიუ პრინცის ტიტულს დაკარგავს და უინძორების სასახლეს დატოვებს.

ბუკინგემის განცხადება, ხუთშაბათს, 30 ოქტომბერს გავრცელდა და მასში ნათქვამია, რომ მეფის ძმას ამიერიდან  ენდრიუ მაუნტბეტენ უინძორი ეწოდება.

ენდრიუმ ამ თვის დასაწყისში უკვე თქვა უარი  სხვა სამეფო ტიტულებზეც, მათ შორის იორკის ჰერცოგის წოდებაზე, მას შემდეგ, რაც მის პირად ცხოვრებაზე კითხვები კვლავ გაჩნდა.

გამოქვეყნებულ მემუარებში ვირჯინია ჯუფრემ კვლავ გაიმეორა ბრალდებები, რომ პრინც ენდრიუსთან სექსუალური ურთიერთობა თინეიჯერულ ასაკში სამჯერ ჰქონდა. ვირჯინია ჯუფრემ სიცოცხლე  წლის დასაწყისში თვითმკვლელობით დაასრულა.

ენდრიუ კერძო საცხოვრებელში გადაინაცვლებს, რომელიც, როგორც ცნობილია, მეფე ჩარლზის კერძო სახსრებით დაფინანსდება.

"მიუხედავად იმისა, რომ ენდრიუ კვლავ უარყოფს მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს, ეს სანქციები აუცილებლად ჩაითვალა,"- აღნიშნულია ბუკინგემის განცხადებაში

კომენტარები