საქართველო-ევროკავშირი

მშვიდობის მტრედის როლის თამაშს თავი დაანებოს – გორდულაძე ჰერჩინსკიზე

ივანიშვილის დეპუტატი, არჩილ გორდულაძე ევროკავშირის ელჩზე ამბობს, რომ "საქართველოს მოსახლეობისთვის პაველ ჰერჩინკსის განცხადებას 1 ევრო-ცენტის ფასიც კი არ აქვს". ასე უპასუხა ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის შეკითხვას ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე, რომ "ხელისუფლების მიღებული კანონებით, შეძლებელია საქართველო EU-ს წევრი გახდეს". 

"ამ ადამიანს ალბათ ეძინა, თვლემდა აქამდე და 3 კვირის შემდეგ გამოგვეცხადა და 3 კვირის შემდეგაც არ დაუგმია ძალადობრივი შტურმი პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე, არ დაუგმია ქვეყნის დამხობის მცდელობა, არ უთქვამს რომ არ შეიძლება თავს დაესხა ქვეყნის სასხელმწიფოებრიობას, ფაშისტური და ნაცისტური განცხადებები გააკეთო. მაგრამ გაახსენდა რომ საქართველოში კანონები მიიღეს. [...]

პაველ ჰერჩინსკი ბედავს, რომ საზოგადოებას თვალებში ნაცარი შეაყაროს და თქვას, რომ კანონი, რომლითაც შავი ფულის ტრიალი უნდა გახდეს ჩვენ ქვეყანაში გამჭვირვალე და საზოგადოებამ უდნა იცოდეს სად მიმდიანრეობს ევროკავშირის დაფინანსებული თანხები - ამაზე ამბობს რომ არის ევროკავშირის საწინააღმდეგო და დემოკრატიული უკუსვლა" - ასე უპასუხა ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლსი ჟურნალისტის შეკითხვას ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე "ხელისუფლების მიღებული კანონებით, შეძლებელია საქართველო EU-ს წევრი გახდეს".

რაც შეეხება ჰერჩინსკის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ძალადობას გმობენ, გორდულაძემ თქვა, რომ ჰერჩინსკიმ "თავი უნდა დაანებოს ზოგადი განცხადებების გაკეთებას":

"თუ ჰქგონია ბატონ ჰერჩინსკის რომ ამ განცხადებით თავს დაიძვრენს, ძალიან ცდება. მშვიდობის მტრედის როლის თამაშს თავი დაანებოს ბატონმა ჰერჩინსკიმ. გამოვიდეს, ცალსახად, ერთმნიშვნელოვნად, ხაზგასმით თქვას, რომ 4 ოქტომბერს ადგილი ჰქონდა ხელისუფლების დამხობის მცდელობას, შეტევას ძალადობრივ შტურმს პრეზიდენტის სასახლეზე. [...] ასეთი ფარისევლური განცხადება მიუღებელია" - თქვა გორდულაძემ.
 

კომენტარები