24 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ლონდონში ჩავიდა, სადაც ე.წ. “მსურველთა კოალიციის” შეხვედრა იგეგმება, რომელიც გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის ხელმძღვანელობით თებერვალში ჩამოყალიბდა. კიევის დასავლელი მოკავშირეებით დაკომპლექტებული კოალიციის მიზანი უკრაინისთვის გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტიების მიცემაა.
გაერთიანებული სამეფოს მთავრობის განცხადებით, ლონდონში დაგეგმილ შეხვედრაზე ყურადღება დაეთმობა იმას, თუ როგორ შეუძლიათ მოკავშირე ქვეყნებს რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინის პოზიციის გაძლიერება.
ლონდონში ჩასვლის შემდეგ ზელენსკის მეფე ჩარლზ მესამე უინძორების სასახლეში გაუმასპინძლდა. მოგივანებით დაგეგმილია დაუნინგ სთრითზე ზელენსკისა და პრემიერმინისტრ კირ სტრამერს შორის შესხვედრაც.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თქმით, კიევი იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებები ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობასა და უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების გაზრდის საკითხებზეც წარიმართება.
ცნობისთვის, ე.წ. "მსურველთა კოალიცია", უკვე რამდენიმე თვეა სხვადასხვა დონის მოლაპარაკებებს მართავს.
განხილვის მთავარი თემაა, თუ რა როლს შეასრულებენ ევროპელი მოკავშირეები, სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდეგ, უკრაინაში სამხედრო კუთხით და როგორ შეძლებენ ისინი სამომავლოდ კიევის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შეკავებას.





